კორონავირუსი
სენაკის მერი "სინოფარმით" აიცრა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დღესვე, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილსაც.

"მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა", - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.​

"სინოფარმით" ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 მაისს დაიწყო.
Print