კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 149 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.

სულ გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, აქედან 149 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა325 665 -მდე.

ვირუსისგან განიკურნა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 16 341 აქტიური შემთხვევიდან 4 231 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.

Print