კორონავირუსი
რუხის კლინიკაში 51 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 288 ადამიანი მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში 51 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 149 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 59 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12 პაციენტი იმყოფება.

სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.

Print