კორონავირუსი
სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელოში კორონავირუსის ინფექციით ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 56 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და ქუთაისის კოვიდ კლინიკაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება 71 წლის ჩხოროწყუს მკვიდრს, მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში სულ 29 ადამიანი ემსხვერპლა.
Print