კორონავირუსი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 44 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნაში ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 ანტიგენის, ხოლო 5528 კი PCR ტესტით.

სულ გამოვლინდა ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა, აქედან 44 სამეგრელო-ზემო სვანეთში. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 330 879 -მდე.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 2 038 პირი, მათგან 62  სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 310 859 -მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 15 525 აქტიური შემთხვევიდან 4 395 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

Print