კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 294 პირი მკურნალობს
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 294 ადამიანი მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 158 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული იმყოფება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 58 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12 პაციენტი იმყოფება.

სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა.

Print