კორონავირუსი
სოხუმმა კორონვირუსით ინფიცირების 82 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 304 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 82 ახალი შემთხვევა.

ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 1956 წელს და 1960 წელს დაბადებული პაციენტები რუსეთის სამხედრო საველე ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 36 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 6, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 17, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 9, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 55 პაციენტი იმყოფება, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 112 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 393, გამოჯანმრთელდა 21 780 მოქალაქე.

Print