კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 400-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს, 37-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში სულ 418 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის ისევ მძიმეა 37 პაციენტის მდგომარეობა, 74 - ის კი საშუალო სიმძიმის.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.

Print