კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 488 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. 75 და 73 წლის ქალები გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში იყვნენ მოტავსებულლი.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 283 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 64 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 31 448 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 512-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 456 პირი.

Print