კორონავირუსი
რუხის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე ცნობით, ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. გარდაცვლილებიდან ერთი,  80 წლის ქალი მარტვილის მკვიდრი იყო,  82 წლის ქალი კი  ზუგდიდში ცხოვრობდა. 

რეგიონში ვირუსისგან 200-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 470-ზე მეტი  პირი მკურნალობის კურსს აგრძელებს.
Print