კორონავირუსი
სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 1 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, ხოლო 40 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 7 713 დაფიქსირდა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 190 241, საიდანაც 6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 065.
Print