რაკურსი
კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში
ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება, ომში მყოფი  უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

პროცესები, რომლებიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა - რის საფუძველზე იღებს  ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტილებას, რა არის კითხვარი და რა ეტაპია ეს, ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის, რა შანსები აქვს საქართველოს, ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ შენიშვნების ფონზე, პარალელები - ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება, ამ თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში.

გადაცემის სტუმარია დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.
Print