ახალი ამბები
13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
გასული წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია.

მთლიანდ დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და „მზიურის“ პარკი.
წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი დღემდე დაკარგულია.



Print