რუხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, შესაძლოა, დისტანციური რეჟიმით განახლდეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა.
კულტურის სახლის ყოფილ შენობას, სადაც ზუგდიდის თეატრალური დასი დროებით რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე დაეცა და წინა ფასადის მონაკვეთი დააზიანა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამთენიისას დაწყებული ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა 60-მდე სახლი. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ადგილობრივი მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
გამთენიისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულად შეჩერებულია.
გასული წლის აგვისტოში, რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის დროს შვილთან ერთად გადარჩენილმა სენაკელმა გიო ადამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მას და არც სხვა გადარჩენილებს
გაგრის რაიონში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამის შესახებ "აფსნიპრესს" გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ადამურ ციშბამ უთხრა.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.