ახალი ამბები
ჭალეში გამართულ აქციაზე შუახნის ქალი შეუძლოდ გახდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ადგილობრივები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი ელექტროგადამცემი ბოძების ჩადგმას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ მათი დაშლა სცადა და ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც შუახნის ქალი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.



ცნობისთვის, ჭალეში ელექტროგადამცემ ბოძებს კომპანიები „ენერგოტრანსი“ და „კავკასენერგო“ ერთობლივად დგამენ. მოსახლეობის მოთხვნების პასუხად, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა და მოსახლეობის ნაწილმა, რომელსაც კომპენსაცია ეკუთვნოდა, თანხა უკვე მიიღო.

ამავე თემაზე:


მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)

ჭალეში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია: უარს ვაცხადებთ ასეთ შემოწირულობაზე და ვუბრუნებთ აქუბარდიებს (ვიდეო)
Print