რეგიონი
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია: უარს ვაცხადებთ ასეთ შემოწირულობაზე და ვუბრუნებთ აქუბარდიებს (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ სოციალურ ქსელ „facebook”-ზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. მღვდელ ანდრია კემულარიას თქმით, ეპარქია შემოწირულობას აქუბარდიების ოჯახს დაუბრუნებს, ამის მიზეზი კი ამ საკითხზე გამოთქმული უკმაყოფილებაა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ შემოწირულ ჭალეში მდებარე სახლში, ოჯახის სურვილით, უნდა დაარსებულიყო მონასტერი, თუმცა ფინანსური და სხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. 2016 წელს კი ეპარქიამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია იმ ენერგოკომპანიისგან მიიღო, რომელიც აღნიშნულ ადგილას ელექტროგადამცებ ბოძებს აშენებს.




„2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ... ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება... ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას. წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა“, - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ცნობისთვის, ჭალეში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანიებს „ენერგოტრანსსა“ და „კავკასენერგოს“ ერთობლივად გაჰყავთ. მოსახლეობა კი პერიოდულად აქციებს მართავს და კომპენსაციებსა და ექსპერტიზას ითხოვს იმის დასადასტურებლად, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა უსაფრთხოა. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ ოჯახების ნაწილს, ვისაც კომპენსაცია ეკუთვნოდა, თანხა მისცეს.

ამავე თემაზე:

მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)

ჭალეში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ჭალეს მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას აპროტესტებს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.