ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ბორჯომის ტყის აღდგენით კამპანიაში ჩაერთვება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი „თიბისი" ბანკისა და კომპანია ბორჯომის ინიციატივას „აღადგინოს სტიქიური უბედურების შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე“ გამოეხმაურა.

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს "თიბისი" ბანკის და კომპანია "ბორჯომის" გადაწყვეტილებას - ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარი ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები.

კამპანია -'სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე", გუშინ, 22 აგვისტოს, "თიბისი" ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია”.


Print