ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში ქალების რაოდენობა გაზრდილია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ქალები 2014 წელთან შედარებით მეტი არიან წარმოდგენილები. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ სენაკისა (25%) და წალენჯიხის (26,6%) წარმომადგენლობით ორგანოებს, რომელშიც 8-8 ქალია წარმოდგენილი.

„წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე დიდი ზრდა (16%) ფოთის საკრებულოშია. ქალი წევრების რაოდენობა არ შეცვლილა მესტიის და ჩხოროწყუს საკრებულოებში, სხვაგან კი გაიზარდა. მხოლოდ ერთი ქალი წევრია აბაშის საკრებულოში, აბაშა ასევე ერთადერთია, სადაც საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა შემცირდა 3.15%-ით“, - აღნიშნულია TI-ის ინფორმაციაში.


Print