საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ედიშერ თოლორაია სოციალური ქსელით გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციას მისი არადეკლარირებული ქონებისა და კომპანიების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა.
სააქციო საზოგადოებამ "არქეოპოლისმა", რომელიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძას, დემურ გადელიას ეკუთვნის, 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეცაა ნახსენები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის
"შინ ევროპისკენ" - ზუგდიდში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებითა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრების ჩართულობით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
სენაკის საკრებულო 17 ივნისის მოლოდინშია. სწორედ ეს არის ბოლო თარიღი, რა დრომდეც დეპუტატებმა სხდომაზე კვორუმი უნდა შეკრიბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მომავალი წლის გაზაფხულზე სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.