ახალი ამბები
აჭარა TV-ის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსსა და ორგანიზაციებს მიმართავს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, 30 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა და ასევე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე საუბრობენ.

რადიო „ათინათი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება.

ეს იყო ურთულესი 6 თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის და დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება.

დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება.

სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა.
კორონავირუსი
ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან მაღალი ტემპერატურით და კორონავირუსის ნიშნებით ქალი შეიყვანეს.
ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს,რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დილით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს,
აფხაზეთში, გაგრაში, კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა დაფიქსირდა.
საზოგადოება
200 კვ-ზე ნაკლები დენის და 200 მ³-ზე ბუნებრივ აირის მოხმარების შემთხვევაში აბონენტებს კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და  VTB ბანკების მომხმარებლებიც.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / აპრილი 2020
ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან მაღალი ტემპერატურით და კორონავირუსის ნიშნებით ქალი შეიყვანეს.
07 / აპრილი 2020
"ხვალ ამ საოცარ გოგონას გავახარებთ და სურვილების ახდენაში დავეხმარებით", - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
07 / აპრილი 2020
ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს,რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დილით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 4 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.