27 / სექტემბერი 2023
როცა აფხაზურ აჯიკას დაამზადებს და ქილებში გადაანაწილებს, ირგვლივ ზუსტად ის სურნელი ტრიალებს, რაც აფხაზეთში, ბებიასთან ტრიალებდა. გემოც და სუნიც აფხაზეთს ახსენებს, ბებიას და ბედნიერ ბავშვობას. ასე 31 წლის ამიდა ახალაია დევნილობის 30 წლიან ისტორიას აგრძელებს. აჯიკის დამზადება გასაყიდად 6 წლის წინ სტუმრების თხოვნით დაიწყო, მით უმეტეს, რომ მძიმე დიაგნოზთან საბრძოლველად თანხაც სჭირდებოდა.