ახალი ამბები
სტიქიის შედეგად ფახულანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
წალენჯიხაში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები რამდენიმე სოფელში შეიქმნა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა სოფელ ფახულანში, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით დაზიანდა შიდა საუბნო გზებიც.

მიწის ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ლიაშიც, ჯგალში კი რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა.
Print