ახალი ამბები
სტიქიამ პრობლემები შექმნა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში - სოხუმი
სტიქიამ გაგრის შემდეგ პრობლემები შექმნა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში. დაიტბორა ათობით კერძო სახლი, ასევე სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, თუმცა, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ შექმნილა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, გალის და ტყვარჩელის რაიონებში რამდენიმე ხე წაიქცა საავტომობილო გზაზე, თუმცა მაშველებმა უკვე გაასუფთავეს სავალი ნაწილი.

აფხაზეთში ძლიერი წვიმა 9 ივლისს მოვიდა, ადიდდა მდინარეები რამაც წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებული ზარალი გაგრის რაიონს მიადგა, სადაც დაიტბორა სახლები და დაზიანდა გზები.
მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

"საგანგებოს" და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

სტიქიამ გაგრაში წყალდიდობა გამოიწვია (ფოტო)


Print