სამართალი
თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილი 5 დღის წინ გაუჩინარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია იყოს.

ოფიციალური უწყებები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათის" ზარებს არ პასუხობს არც პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მივიდნენ.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ
Print