მულტიმედია
ფესტივალის ფარგლებში ანაკლიას 12 ათასი სტუმარი ყავდა (Video)
"კაზანტიპი" დასრულდა. ანაკლიამ 30 აგვისტოს ბოლო ფესტივალს უმასპინძლა.ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არაერთგვაროვანი აზრი ჰქონდა, სტუმრებს დაემშვიდობება. ფესტივალის ბოლო დღესაც "კაზანტიპის რესპუბლიკაში" რამდენიმე საქორწინო ცერემონიალი შედგა. წყვილებს შორის ამჯერად, უცხოელ ტურისტებთან ერთად, ქართველებიც იყვნენ. დასკვნით დღეს არც ტრადიცული საღებავების ომის გარეშე ჩაუვლია. გაიმართა ფესტივალისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები: „მზის გაცილება“, „სწრაფი ქორწინება“, მთელი ღამის განმავლობაში დამსვენებლებისთვის ქართველი მუსიკალური წამყვანები საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს წარადგენდნენ. წელს, ფესტივალის ფარგლებში, ანაკლიას ჯამში 12 000-მდე სტუმარი ჰყავდა.
Print