მულტიმედია
თავშესაფარი თუ განაჩენი - ვიდეორეპორტაჟი ოზურგეთიდან
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ზუგდიდში დიდი ხანია, ფართო განხილვის საგანი გახდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალქაო აქტივისტები ქალაქში თავშესაფრის მშენებლობას ითხოვენ, რასაც ზუგდიდის საკრებულოც მიესალმება, თუმცა მერია თანხების გამოყოფისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. სად მიჰყავთ უპატრონო ძაღლები და უტარდებათ თუ არა მათ სრულყოფილად შესაბამისი პროცედურები უკან დაბრუნებამდე, არის თუ არა დაცული თავშესაფარში სტანდარტები?, - ამის გასარკვევად რადიო “ათინათი“ ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში ძაღლების თავშესაფარს ეწვია.
Print