მულტიმედია
დიზაინერ სოფია ხარჩილავას წარმატებული ,,13'' (ვიდეო)

დიზაინერმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მოდის სახლი ბუტიკი მე 13 -ი დააფუძნა, აქ იქმნება ის კოლექციები, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გააქვს. მისი სახელოსნო უზრუნველყოფს როგორც სამოსს, ასევე აქსესუარებს, აქ ვიზაჟი, მაკიაჟი, სტილის შეცვლა ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული.

მისთვის მთავარია კარგი მუსიკა, შემდეგ ყველაფერი იქმნება გონებაში.პერიოდულად ხატავს, ქსოვს, უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი.

სოფია თავის კოლექციაში უპირატესობას ანიჭებს პასტელის ფერებს, მან იცის რომ მსგავსი ფერები დადებით, თბილ და მოსიყვარულე განწყობას აღძრავს და სინაზეს მატებს ადამიანს.



ავტორები:

თინათინ ბუკია
სალომე ფარცვანია
Print