მულტიმედია
დევნილთა დასახლებაში არსებული არასამთავრობოების მუშაობის ანგარიში (ვიდეო)

ქუთაისის, წყალტუბოს, ფოთისა და ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებებში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.

შეხვედრებს დასახლების მცხოვრებლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ნახეთ რადიო "ათინათის" რეპორტაჟი.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციები პროექტის "ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის" ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას მუნიციპალური განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია "ათინათი" ახორციელებდა.

დასახელებული ორგანიზაციების მიზანია დევნილთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მათ სამოქალაქო ატქიურობის ამაღლება.

Print