მულტიმედია
GEM Fest განმუხურს ერთი წლით დაემშვიდობა (ვიდეო)

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest- 2016“ ჰოლანდიელმა არტისტმა Fedde Le Grand-მა დახურა.

ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას განცხადებით, მცირე ინფრასტრუქტურული ხარვეზების მიუხედავად, ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და მოლოდინსაც გადააჭარბა.

„ხარვეზები ბევრია, მე პირადად არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი გაკეთებული საქმით, თუმცა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. მომავალი კვირიდან ვიწყებთ 2017 წლის Gem Fest-თვის მზადებას , რომელიც უკვე მესამე სეზონი იქნება და ნაკლებად გვაპატიებენ შეცდომებს, ამიტომ ძალიან, ძალიან მაგრად უნდა მოვემზადოთ“,- აღნიშნა მან.

სიგუას თქმით, მომავალ წელს ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი უფრო მასშტაბური იქნება.

10-14 აგვისტოს ფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ განთავსებულ ხუთ სცენაზე ერთმანეთს Paul Van Dyk , Paul Kalkbrenner , Cosmic Gate , Gus Gus , Stephan Bodzin და სხვა ცნობილი შემსრულებლები ენაცვლებოდნენ.

ამავე თემაზე:

GEM fest-ზე პოლ კალკბრენერმა დაუკრა

პირველი შთაბეჭდილებები Gem Fest2016-დან (ვიდეო)

გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში Gem Fest-ის სამზადისს დაათვალიერებს

გიორგი სიგუა: GEM FEST - ის 10 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია (ვიდეო)

ზუგდიდში "GEM FEST"-ის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება

GEM Fest-ზე წელს ორმოცი ათასზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა

,,ჩამოვედი სამშობლოში'' - დიჯეი აფხაზეთიდან, რომელიც დღეს ჯემ ფესტზე დაუკრავს

GEM FEST - ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა რადიო ,,ათინათში'' (ვიდეო)








 

Print