მულტიმედია
ყოფილი მსჯავრდებულის გამარჯვებული ბიზნეს იდეა (ვიდეო)
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების დაფინანსებას განაგრძობს. საგრანტო პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნეს იდეა დაფინანსდა.

ამათგან, 10 გამარჯვებული ყოფილი პატიმარი სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი გელა ფეტელავაა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში სასათბურე მეურნეობას მოაწყობს. მისი ბიზნეს იდეა ოთხი ათასი ლარით დაფინანსდა.

ნახეთ რადიო "ათინათის" სიუჟეტი.

Print