მულტიმედია
ზუგდიდში აჯანყებულების ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტორეპორტაჟი)
ზუგდიდში, 1924 წლის 6 სექტემბერს ჩეკისტების მიერ დახვრეტილი აჯანყებულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება, რომელიც მეექვსე წელია, ტარდება, ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ინიციატივით გაიმართა.ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 40 ადამიანი დახვრიტეს, ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამღვდელოება და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ.
Print