მულტიმედია
როგორია სამეგრელოში წარმოებული თხილის გზა ევროპულ ბაზრამდე (ვიდეო)
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია. ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართველ მეწარმეებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც, თუმცა, ის ადგილობრივ პროდუქციას განსაკუთრებულ მოთხოვნებსაც უყენებს.

ზუგდიდელი დემურ არდია ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორია, რომელმაც დასავლურ ბაზარზე დამკვიდრება შეძლო. ევროპულ ბაზრებს ამარაგებს კიდევ ერთი ადგილობრივი მეწარმე ვახტანგ ლუკავაა.

რა გზა გაიარეს მეწარმეებმა იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტი დაეკმაყოფილებინათ, როგორ აწარმოებენ პროდუქციას, რა პრობლემებს აწყდებიან და რას ურჩევენ სხვა მეწარმეებს - ამის შესახებ ისინი ჩვენს სიუჟეტში საუბრობენ.

ავტორი:
სალომე ფარცვანია
თათული როგავა

Print