სასმელი წყლის ხარისხი და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
09:17 / 15.01.2017
ქალაქის ცენტრში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს წყლის
ხარისხის შემოწმების შესახებ, თუმცა მის
ვარგისიანობაში დარწმუნებულია.
მათგან განსხვავებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები
სასმელი წყლით ხშირ მოწამვლაზე საუბრობენ. რაც შეეხება ლაბორატორიულ
შემოწმებას, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მათ ბალანსზე
არსებული ჭაბურღილების წყალს გეგმურად და საჭიროებისამებრ ამოწმებენ.
ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტის მიხედვით, ქალაქის
მოსახლეობას 2018 წელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
მასალის გამოყენების პირობები