მულტიმედია
ქრისტეშობა ბეთლემში - ბაგის გაცოცხლებული სცენა ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, ხასიების სახლში წელს პირველად შობას იესოს შობის სცენით ხვდებიან. ოჯახის დიასახლისი რუსუდან ყალიჩავა ამბობს, რომ შობა მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და ბაგის სცენის სახლში ქონა შობის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ყოველთვის უნდოდა. ამბობს, რომ ფიგურებს და შესაბამის აქსესუარებს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა. ბოლოს კი საკუთარი ხელითა და სხვების დახმარებით შეძლო, რომ წლევანდელ შობას ამ სცენით შეხვედროდა.










„ამერიკაში თუ ევროპაში ყველგან შეხვდებით შობის სცენას, რომელიც სადღესასწაულო გარემოს ქმნის. იყიდება კიდეც, მაგრამ მინდოდა, რომ ჩვენი ხელით გაგვეკეთებინა და დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. იტალიაში შეგვხვდა ყრმა მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და იოსების ფიგურები, ჩამოვიტანეთ სამეულის ერთი ფიგურა, ჩემს მეგობარს ხათუნა ჭანტურიას ვთხოვე ცხვრები გაეკეთებინა. რაც შეეხება მოგვებს და მწყემსებს, თოჯინები შევიძინე და გადავწყვიტე მათი მოგვებად გადაქცევა ეკა ჯოლოგუასთვის მიმენდო, რომელმაც საოცრად კარგად შემოსა და თოჯინები ნამდვილ მოგვებად და მწყემსად გადააქცია. კარკასს, ბაგას, ბოსელს გია თავისი ხელით რამდენიმე საღამო აკეთებდა. მინდა სამივეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - ამბობს რუსუდან ყალიჩავა.





შობის სცენაში მთავარ გმირებთან ერთად ცხოველებსაც შეხვდებით. ხასიები ამბობენ, რომ გარკვეული დეტალების დამატებაა საჭირო, თუმცა, წელს პირველად შობას სრული სცენით ხვდებიან.

Print