მულტიმედია
DCFTA-ს შესახებ რეგიონებში საინფორმაციო მაგიდები ამოქმედდება (ვიდეო)
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა.  შემდეგომ კი რეგიონებში მოქმედი 23 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდები ამოქმედდება.

აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს 7 რეგიონში (იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ქვემო ქართლი)ახორციელებს. სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ტრენინგები უკვე გაიარეს და ისინი მიღებულ ცოდნას ადგილობრივ მეწარმეებს გაუზიარებენ.

პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“. სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.


Print