მულტიმედია
ლალის ბაღი სოფელ კახათში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ლალი თოდუას ბაღის შესახებ ყველამ იცის. იგი თითქმის 40 წელია საკუთარი ეზოს მოწყობით არის დაკავებული. ბაღში უკვე 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს მოუყარა თავი. მოყვარული მებაღე თავდაპირველად ნერგებს ყიდულობდა, ახლა კი საკუთარი სახლის უკან სანერგე მოაწყო და ყვავილის ჯიშები თავად გამოყავს.


„დაკალმებისას მცენარის ყლორტი ნორჩი არ უნდა იყოს, რადგან ის ნიადაგში ფესვის გამოტანამდე ჩალპება. ყლორტს ვაცლით ფოთლებს და ნიადგში დახრილად ვათავსებთ“, - გვიხნის ის.

ეზოში, რომელიც 2000 მეტრ კვადრატი ფართობისაა ერთმანეთის მონაცვლეობით ყვავიან სხვადსხვა სახეობის ვარდები, ზამბახები, აზალიები, კამელიები, ხე ტიტები, გლიცინიები, ჰორტენზიები, მარწყვის ხეები, ქლოროფიტუმები, კვიპარისები. 

ტერიტორიის დიდ ნაწილს სანერგეები და სათბურები იკავებს. ოჯახში უკვე ბოსტნის და ნალიის ადგილსაც პატარა ნერგები იკავებენ.

„პატარა ეზო გვაქვს, არ გვაქვს დიდი ფართობი. აქ ირგვლივ რასაც ხედავთ სულ ყავილები და მცენარეები არის დარგული. არ გვაქვს ბოსტანი. მისი ადგილიც დიდი ხანია საყვავილე გახდა. გაგეცინებათ და ჩვენს სახლში ნალიამაც დაკარგა თავის ფუნქცია და ადგილი“ , - ამბობს ლალი და დასძენს, რომ მებაღეობა დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს.


მას ამ საქმეში მეუღლე და ქალიშვილი ეხმარება. ამბობს, რომ მცენარეების დაკალმებისა და სანერგეების მოწყობის იდეა სწორედ მის ქალიშვილს ეკუთვნის. შედარებით მძიმე სამუშაოების შესრულებში მას მეუღლე- რამაზი ფიფია ეხმარება.

"შედარებით მძიმე სამუშაოებს მეუღლე ასრულებს. ბაღის დეკორატორიცაა. ისეთ საქმეებს, როგორიცაა მცენარეების გაკრეჭვა, ზედმეტი ტოტებისაგან გათავისუფლება და მათთვის ლამაზი ფორმის მიეცემა, სწორედ ის ასრულებს", - გვითხრა ლალი თოდუამ.

ცოლ-ქმარი სტუმრებ,ს ბაღის შუაგულში, საგულადაგულოდ მოწყობილ ფანჩატურში იღებენ, სადაც ყავას და ჩაის მიართმევენ.

ფიფიების ეზოში ყავილების გარდა ფრინველებმაც დაიდეს ბინა. შაშვები ბაღის მუდმივი ბინადრები არიან და უკვე 12 ადგილას გაიკეთეს ბუდე.

„ყვავილებთან ერთად ჩვენ მათ ბარტყებსაც ვეფერებით. თითოეულ მათგანთან მევდივართ და ვაკვირდებით, ხომ ყველაფერი წესრიგში აქვთ. ისინი არც კი გვიფრთხიან, ძალიან მყუდროდ და უსაფრთხოთ გრძნობენ თავს“, - ამბობენ ისინი.


მებაღე მიწის ნაკვეთის სიმცირეს უჩივის და ამბობს, რომ მას მეტი მცენარეების დარგვა და გამრაველება სურს. ცოლ-ქმარმა საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია და ამჟამად მცენარეები მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.




Print