მულტიმედია
ორსაუკუნოვანი მეგობრობა - ზუგდიდელი მოსწავლეები ბოლნისის გერმანულ სოფელში (ვიდეო)
გასულ წელს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების საიუბილეო, 200 -ე  წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებები 2018 წელსაც გრძელდება, რადგან წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავი სრულდება.

ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლნისს ესტუმრნენ და მოინახულეს ადგილები, სადაც 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტები ჩამოვიდნენ და დასახლდნენ.

ნახეთ რადიო "ათინათის" სიუჟეტი.

Print