მულტიმედია
ამპუტანტი ფეხბურთელები: "არაფერი დაკარგული არ არის" (ვიდეო)
ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „ოდიში“ ზუგდიდში 2012 წელს დაარსდა. გუნდში დღეს შვიდ ფეხბურთელი თამაშობს. ისინი წლების წინ საერთო პრობლემამ გააერთიანა. ტრავმის შედეგად ზოგიერთმა მათგანმა ფეხი, ზოგიერთმა კი ხელი დაკარგა.

„ოდიშის“ გარდა საქართველოში ამპუტატნტ ფეხბურთელთა კიდევ 5 გუნდია, საქართველოს პირველობისთვის ზუგდიდელებს სწორედ მათი დამარცხება მოუწევთ.

ფეხბურთელები ამბობენ, რომ წელს მათ ზუგდიდის მერია დაეხმარა, თუმცა მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. იმისიც სჯერათ, რომ თუ რთული პირობების გამო გუნდიდან წასული ფეხბურთელები დაბრუნდებიან ოდიში პირევლობას არავის დაუთმობს.




Print