მულტიმედია
"სმაკი" - ახალი ადგილი საოჯახო სამზარეულოს მოყვარულთათვის (ფოტო, ვიდეო) ®
ზუგდიდში საოჯახო სამზარეულო - „სმაკი“ 2 კვირაა გაიხსნა. აქ სტუმრებს უკრაინული და ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.
„სმაკში“ ჯანსაღი საკვები, სასიამოვნო გარემო და კეთილგანწყობლი პერსონალი დაგხვდებათ.

უკრაინული სამზარეულოს მოყვარულებისთვის საფირმო ბორშჩს სპეციალურად ჩამოყვანილი, გამოცდილი კულინარი ამზადებს. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა პამპუშკები, პელმენი, კოტლეტი, ხორციანი ბლინები, სხვადასხვა ცხელი და ცივი კერძი, რომელიც ყოველდღიურად ახალი პროდუქტისგან მზადდება.

„ასორტიმენტში მუდმივად გვაქვს მთავარი კერძები - უკრაინული ბორშჩი, სუფ -ხარჩო, წვნიანი, სხვადასხვა სახეობის კოტლეტი, მათ შორის კიევური, ქათმის და თევზის. მენიუშია პელმენები, ქათმის დაბეგვილი ხორცი, გარნირის და სალათის რამდენიმე სახეობა.გთავაზობთ ცომეულის მრავალფეროვან არჩევანს - პიცას, ხაჭაპურს, ლობიანს, სხვადასხვა შიგთავსიან ღვეზელებს და ბლინებს, ასევე დესერტის ნაირსახეობას. ვიღებთ შეკვეთებს ნებისმიერი ღონისძიებებისთვის და ვუზრუნველყოფთ ქალაქში მიტანის სერვისს. ჩვენთან სისუფთავე და ახალი პოდუქტები გარანტირებულია. გვყავს მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც დადებითად აფასებენ ჩვენი მომსახურებისა და საკვების ხარისხს".

სმაკის საოჯახო სამზარეულო იდეალური ადგილია გემრიელი ლანჩისთვისაც. შესვენებაზე გამოსულებს აქ ლავაცას უმაღლესი ხარისხის იტალიური ყავა და უგემრიელესი დესერტები გელოდებათ.

„სმაკი“ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

"მობრძანდით, მიირთვით ჯანსაღი და გემრიელი კერძები!"

მისამართი: მ.კოსტავას 11. ტელ: 579 35 57 39; 
Print