მულტიმედია
ვინ არის ზუგდიდელი გოგო, რომელიც ემინემის ფანების რეკორდების ვიდეოში მოხვდა
ამერიკელმა რეპერმა ემინემმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფანები გამოიწვია. მომღერალმა, რომელიც განთქმულია თავისი სიმღერების ტექსტების რეკორდულად სწრაფი წაკითხვით თაყვანისმცემლებს მოუწოდა შეეჯიბრონ მას. საუკეთესოებს კი სიურპრიზებს ჰპირდება.მის გამოწვევას ასობით ფეისბუქ მომხმარებელი გამოეხმაურა და მომღერალს საკუთარი შესაძლებლობები მოკლე ვიდეოებით გაუზიარა. მათ შორის არის 16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„პირველად ორი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ რეპი გამომდიოდა. თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ მათ შორის რეპსაც. რა თქმა უნდა მომწონს ემინემი,ასევე ვუსმენ 2Pac-ს, Notorious big-ს, Kendrick Lamar-ს და ა.შ. არ ვიცი ემინემი ნახავდა თუ არა ჩემი ვიდეოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჰეშთეგის ტოპებს ყოველდღე ვადევნებ თვალს, არ არის გამორიცხული ნანახი ჰქონდეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნინი ჩილაჩავამ.
ნინის ვიდეო ცნობილი მედიასაშუალების Huffington Post-ის ფრანგული გამოცემის მიერ ემინემის გამოწვევის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში რჩეულთა შორის მოხვდა.
ნინი ამბობს, რომ ჯერ სკოლის მოსწავლეა და პროფესია არა აქვს არჩეული, თუმცა ამ შემთხვევამ შესაძლებელია მის სამომავლო გეგმებზე გავლენა იქონიოს და ბავშვობის ოცნება - იდგეს დიდ სცენაზე აუხდეს.
Print