მულტიმედია
საბჭოთა სიმბოლიკა სამეგრელოს ქუჩებში (ფოტორეპორტაჟი)
სამეგრელოს ქუჩებში დღესაც შეხვდებით 40-იანი წლების საბჭოთა სიმბოლოებს, მათ შორის ლენინისა და სტალინის ბიუსტს, ნამგალს, უროს, ხუთქიმიან ვარსკვლავსა და მეორე მსოფლიო ომის სააგიტაციო პლაკატებს. მათი უმრავლესობა "დიდ სამამულო ომში" ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლების მემორიალებზეა განთავსებული.

რადიო "ათინათმა" ზუგდიდისა და ხობის სოფლებში შინმოუსვლელთა 10 მემორიალი გადაიღო, მათ შორის ურთაში, ძველ აბასთუმანში, პირველ მაისში, ინგირში, შამგონაში, ხამისკურში, დიდი ნეძში, ორსანტიაში, კახათსა და ახალსოფელში. გთავაზობთ ფოტოებს.


Print