რეგიონი
სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას დღეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, განაჩენი უსამართლოა და მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივებს.

მსჯავრდებული ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ მას სამართალდამცავებმა პროვოკაცია მოუწყვეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი დაიკარგა. ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ და ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი  ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი ზესტაფონიდან იყო.

12 თებერვალს შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას უარყოფს

3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესს ხმაური მოჰყვა

ზუგდიდში სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს









Print