რეგიონი
აბაშაში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს მოსახლეობას გამგეობა აუნაზღაურებს
აბაშის მუნიციპალიტეტში 20-24 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას ადგილობრივი გამგეობა აუნაზღაურებს. სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მიყენებული ზარალის მოცულობა განსაზღვრა.

48 მოქალაქეს საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის (სახურავები, კარ-ფანჯრები) აღსადგენად საჭირო მასალები წამოდგენილი გაანგარიშების მიხედვით გადაეცემათ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 17 789 ლარი გამოიყო.

სოფლებში ძვ. აბაშაში და გეზათში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ძლიერმა ქარმა სახლები დაუნგრია. მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან „სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გადაეცემათ თანხა, თითოეულზე 2 500 ლარის ოდენობით.


Print