რეგიონი
სააპელაციო სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი დაუმძიმა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ 2016 წლის 26 დეკემბერს ცნო და სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

რაშიდ კანჯი ოღლის ზუგდიდის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა

სუს - აფხაზური მხარე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემაზე უარს აცხადებს
Print