სამართალი
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვები გრძელდება. ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც სხდომას არ ესწრება, სახაზინო ადვოკატი მთვარისა ბიგვავა იცავს, ბრალდების მხარეს პროკურორი ლევან ფიფია წარმოადგენს.

საქმის განხილვა 108-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რაშიდ კანჯი ოღლის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

21 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარმოადგინა, მათ შორის, მკვლელობის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გიგა ოთხოზორია მკვლელობის მომენტში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ და პოლიციაში დაიბარეს, თუმცა მან ტელეფონი გათიშა და ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მომდევნო პროცესი 26 დეკემბერს ჩაინიშნა, რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამავე სხდომაზე, შესაძლებელია, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანოს.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.