რეგიონი
ქვარაიას ბიუროს პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირი უხელმძღვანელებს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს. ჯიქია, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრია, პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს.ის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული. მის საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებაც იყო აღმოჩენილი, რის გამოც მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ კი მას ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოეხსნა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯონი ჯიქიამ საპატიმრო 2013 წლის 13 იანვარს ამნისტიის კანონის საფუძველზე დატოვა.

იგი სხვადასხვა დროს იყო სოფელ ჭაქვინჯის გამგებელი, სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი 2006 წელს.

ბიუროში, ჯერჯერობით, 4 საშტატო ერთეულია, მათ შორის, ხელმძვანელი, პიარ-სამსახური, ოფის-მენეჯერი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მერაბ ქვარაიას ბიურო ზუგდიდში დღეს გაიხსნა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა (ვიდეო)

ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს (ვიდეო)

Print