რეგიონი
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიურო გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთოვრობო ორგანიზაციებისა

და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაჟორიტარმა შეკრებილებს ბიუროს ხელმძღვანელი ჯონი ჯიქია და სხვა თანამშრომლები წარუდგინა. გარდა ამისა, ქვარაიამ პარლამენტში საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ბიუროს მუშაობის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან, რის შესახებაც წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატსა და პარლამენტის წევრს აქვს", - განაცხადა ქვარაიამ.

ბიურო ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული და ის მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 10-დან 18 საათამდე მიიღებს.

"ორშაბათიდან შეეძლებათ მოქალაქეებს მოვიდნენ და საკუთარი პრობლემები გაგვაცნონ, ჩვენ კი, შეძლებისდაგვარად, მათ დავეხმარებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობას გავუწევთ", - აღნიშნა ჯიქიამ.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ად-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.




 

 

 

 

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
16 / მაისი 2024
მეგრელების რწმენა - წარმოდგენით წმინდა გიორგი სამეგრელოს მკვიდრი და სამეგრელოში დაბადებული წმინდანია, მას წარმოგვიდგენდნენ როგორც ფიზიკურად მშვენიერს და ღონიერ ვაჟკაცს, თეთრ რაშზე მჯდომარეს და საგმირო საქმეების მოქმედს.
16 / მაისი 2024
ზუგდიდში, ხვალ, 13:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები წარუძღვებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.