რეგიონი
სტიქიამ ზუგდიდის რაიონის სოფლები დააზარალა
სტიქიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედა ეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია და ენერგოპროს ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ. ამასთან, წაქცეული ხეებისგან საავტომობილო გზებსა და საკარმიდამო ტერიტორიებს კეთილმოწყობის სამსახური წმენდს. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება თავისუფალია.

ვითარებას ადგილზე გაეცნენ
მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი  მათ დაზარალებულ ოჯახებს წყალგაუმტარი ბრეზენტი გადასცეს. გამგებლის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს, აგრეთვე შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. მისივე განმარტებით, ზარალის დადგენის შემდეგ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.


ამავე თემაზე:

ძლიერმა ქარმა ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი დააზიანა 

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გაეცნო (ვიდეო)

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
Print