რეგიონი
აგრონომი: სტიქიის ზონაში ქარმა თხილის მოსავლის 35 %-მდე დააზიანა

ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების გარდა ზიანი თხილისა და ხეხილის მოსავალსაც მიაყენა. მოსახლეობა შიშობს,

რომ სტიქიამ მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. აგრონომების ვარაუდით, სტიქიას თხილის ნარგავების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის დაზიანება შეეძლო. ხეხილიდან ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად, ტყემალი დაზიანდა.

„ეპიცენტრი წალენჯიხის რაიონი იყო და ყველაზე მეტად თხილი აქ არის დაზიანებული. ჩემი დაკვირვებით, განადგურებულია 30-35%, რაც სრულ განადგურებას არ ნიშნავს. თხილს ჯერ მსხმოიარება არა აქვს დამთავრებული და ის კიდევ მოისხამს“- აღნიშა დემეტრე ლიპარტიამ.

23 აპრილს მოვარდნილმა სტიქიამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს მიაყენა ზარალი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, სახლების სახურავები, მოგლეჯილია ხეები. 

ამავე თემაზე:

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

 

Print