რეგიონი
წალენჯიხაში სტიქიისგან დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული კორპუსების სახურავების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

„მუშაობა სრული დატვირთვით მიდის, გადახურვის სამუშაოები ხარისხიანად ტარდება, მთავრობამ დროულად გამოყო ფინანსური რესურსები, რათა აღმოფხვრათ ის ზარალი, რაც მოსახლეობას ძლიერი ქარის შედეგად მიადგა“ - განაცხადა გუბერნატორმა.

წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას თქმით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები ათ დღეში დასრულდება. იმ კერძო საცხოვრებელი სახლების მფლობელები კი, ვისაც ქარმა სახურავები დაუზიანა, გადასახური მასალით დაკმაყოფილდებიან.

წალენჯიხაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 564 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო. რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა წალნჯიხასა და ჯვარში 12 კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

ამავე თემაზე:

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
Print